საკადრო ცვლილებები ბრიტანეთის მთავრობაში

საქართველო, თბილისი - 17:51 | 08.01.2018
ნანახია: 921

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დაუნინგ სტრიტზე მთავრობის საგანგებო სხდომას მართავს. მინისტრთა კაბინეტის შეკრების მიზეზი საკადრო ცვლილებებია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერეზა მეი რამდენიმე მინისტრის გადაყენებას გეგმავს. პრემიერის განმარტებით, საკადრო ცვლილებების მიზეზი მთავრობის ეფექტურობის გაზრდა და მინისტრთა კაბინეტში გენდერული ბალანსის აღდგენაა.

წინასწარი ინფორმაციით, შსს-ს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები პოსტებს შეინარჩუნებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე