ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, სასამართლომ გასწიოს დროული და ხარისხიანი მომსახურება - ანა დოლიძე
საქართველო, თბილისი - 17:02 | 08.01.2018 ნანახია: 1180
საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნისთვის მადლობას უხდის. განცხადება დოლიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
დოლიძემ, რომელიც პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლეწევრად დღეს დაასახელა, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
ანა დოლიძემ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საქმეთა განხილვის გაჭიანურება დაასახელა.
„ბუნებრივია ეს პოზიცია საბჭოს წევრს აკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, ის არის დიდი პრივილეგია და მე მოგახსენებთ იმ სამ ამოცანას, რომელიც უამრავი სფეროდან, რომელიც ეხება იუსტიციის საბჭოს სასამართლოსთან მიმართებაში, ჩემს ყველაზე მთავარ ამოცანებად მიმაჩნია.
სასამართლო ხელისუფლების ფუნქციაა, ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამ მხრივ ჩვენი ბევრი მოქალაქე ყოველდღე ელოდება განაჩენს, გადაწყვეტილებას ჩვენი სასამართლოებიდან და ეს მოლოდინი ხშირად თვეები და წლებიც კი გრძელდება. საქმეთა გაჭიანურება არის ძალიან დიდი სისტემური პრობლემა, რომელსაც ყველა ჩვენი მოქალაქე, რომელსაც შეხება ჰქონია სასამართლოსთან, თავის თავზე განიცდის. აქედან გამომდინარე ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ სასამართლომ გასწიოს ისეთის მომსახურება, რომელიც იქნება დროული და იქნება ხარისხიანი,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება სასამართლოს, ხელისუფლების და იუსტიციის საბჭოს მიერ ნდობის ამაღლება.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















