გაიხარეთ, ,,სამართლიანობა აღდგა", მაგრამ საბოლოოდ დასამარდა ,,კანონის უზენაესობის" შანსი - გიგი უგულავა
საქართველო, თბილისი - 14:08 | 05.01.2018 ნანახია: 1160
,,ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის მიმართ დღეს გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს სოციალური ქსელით ეხმიანება. მისი შეფასებით, ,,თემიდამ ვერ გაუძლო ყველაზე მძიმე ზეწოლას - - საზოგადოებრივ აზრს”.
,,თემიდას თვალები ახვეული აქვს არა იმიტომ, რომ მზის სათვალები არ არსებობდა, არამედ - გაუძლოს ზეწოლათა შორის ყველაზე მძიმეს - საზოგადოებრივ აზრს! დღევანდელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე ძალიან ბევრი იტყვის - სამართალმა პური სჭამა. თუმცა დღეს არა სამართალი, არამედ შურისძიება ზეიმობს მორიგ ჯერზე. სასამართლო იმისთვისაა, რომ გაუძლოს ხალხის შეძახილს: ჯვარს აცვით! ჯვარს აცვით ეგე! სამწუხაროდ, დღეს ბოლო ათი წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია, სასამართლომ ფარსად აქცია. პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება შეუზღუდავი უფლებაა, ასეა ყველგან და სხვანაირად ვერც იქნება. ამ უფლების ბუნებაა ასეთი. პასუხილსმგებლობა მხოლოდ პოლიტიკური და მორალური შეიძლება იყოს. დიახ მეგობრებო! გაიხარეთ "სამართლიანობა აღზდგა", მაგრამ საბოლოოდ დასამარდა "კანონის უზენაესობის" შანსი. ვიქეცით რაღაც ტომად და ხელიდან ვუშვებთ ერი-სახელმწიფოდ ჩამოყალბების შანსს.
პ.ს. ეს საქმე სტრასბურგში წასაგებადაა განწირული. გირგვლიანის საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს ექნება ორი გადაწყვეტილება. პირველი სადაც სწერია, რომ "გამაოგნებელი იყო" და მეორე - "შურისძიებით გაჟღენთილი" არის გამოძიება. ასე რომ ივანიშვილს, თავის ოცნებიან, მოსამართლეებიანათ აუცილბლად მოუწევს მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება სხვისი ტრაგედიის "საკუთარი პოლიტიკური მიზნით" გამოყენებისთვის.
ასეა თუ ისე უნდა დავასრულოთ ამ ტრაგედიით მანიპულირება და ვიყუროდ წინ”, - აცხადებს გიგი უგულავა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ამასთანავე ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლითა და 5 თვის ვადით.
პოლიტიკა
- საქართველოში რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება
- კანონში ცვლილებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს კონსტიტუციასთან, ომბუდსმენი მას შეაფასებს და შესაბამისი წინაპირობების შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს - სახალხო დამცველი
- თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონი უნდა დაუპირისპირდეს - კობახიძე
- წყლის ჭავლში შერეული ნივთიერების შედეგად დაზიანებული ადამიანების სახელით სამართალწარმოებას ვიწყებთ - საია-ს თავმჯდომარე
საზოგადოება
- ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
- „თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო
- გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მსოფლიო
- მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
- დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ ისრაელის დარტყმებს - მედია
- ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
- უკრაინა ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს - ანდრიი სიბიჰა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















