რატომ გადაიდო პაატა ბურჭულაძის დაკითხვა

საქართველო, თბილისი - 18:03 | 28.12.2017
ნანახია: 1198

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელს, პაატა ბურჭულაძეს 8 იანვარს სასამართლოში აღარ დაკითხავენ. ამის მიზეზად ბურჭულაძის ადვოკატმა გამომძიებლის შვებულებაში ყოფნა დაასახელა.

„გამომძიებელს გუშინ ვეასაუბრეთ და გვითხრა, რომ 8 იანვარს დაკითხვა ვერ შედგება. მან ამის მიზეზად იმ პერიოდში მისი შვებულებაში ყოფნა დააასხელა. ყოველ შემთხვევაში, გარეგნული მიზეზი ეს არის. თუ როდის დაიკითხება პაატა ბურჭულაძე, გამომძიებელს არც ამის დაზუსტება შეუძლია, დაკითხვა გაურკვეველი ვადით იქნა გადადებული“, - აცხადებს ბარათაშვილი.

რაც შეეხება იმას, გეგმავს თუ არა, პაატა ბურჭულაძე საქართველოში ჩამოსვლას, როგორც ადვოკატი ცხადებს, ის ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

„ამას თვითონ გადაწყვეტს, მაგრამ მე პირადად, მისი ჩამოსვლის აზრს ვერ ვხედავ თუკი, პროკურატურა მის დაკითხვაზე უარს ამბობს“, - აცხადებს ბარათაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძეს ფონდ „იავნანადან“ თანხების გაფლანგვას ედავებიან.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე