ქაბულში ორმაგ ტერაქტს 41 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 16:02 | 28.12.2017
ნანახია: 936

ქაბულში ორმაგი ტერაქტის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. დაშავდა 84 ადამიანი.

მედიის ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.  

აფეთქება ქაბულის დასავლეთით მოხდა. თავდასხმის სამიზნეები ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო და კულტურის ცენტრი გახდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

პირველი ასაფეთქებლი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. მოგვიანებით კი  კულტურის ცენტრის კედლებზე დამონტაჟებული ნაღმები აფეთქდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე