მსოფლიოს 2017 წლის მთავარი მოვლენები
საქართველო, თბილისი - 15:30 | 28.12.2017 ნანახია: 1739
2017 წელი მდიდარი იყო სხვადასხვა მოვლენებით, რომელთ უმეტესობა მნიშვნელოვანი და ფართოდ განხილვადი გახდა. რა მოვლენებით დაამახსოვრდა მსოფლიოს მიმავალი წელი და რომელ მოვლენას აქვს შანსი შევიდეს მსოფლიო ისტორიაში? კიდევ ერთხელ გაიხსენეთ მოვლენები, რომლებმაც შეძრა სამყარო.
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია
2017 წლის იანვარში დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და თეთრი სახლის სრულუფლებიანი პატრონი გახდა.
არჩევნებში მისი გამარჯვება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. ხმის მიცემის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ამერიკაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არ ცხრებოდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნები
7 მაისს ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და მნიშვნელოვნი უპირატესობა მოიპოვა მოწინააღმდეგ „ეროვნული ფრონტის“ ლიდერ მარინ ლე პენზე. ახალგაზრდა პოლიტიკოსს მხარი 20 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა -66 პროცენტმა დაუჭირა.
პირველ ამოცანად მაკრონმა ტერორიზმთან ბრძოლა, პოლიციის შტაბის გაზრდა, ხელფასის გაზრდა და გადასახადების შემცირება დაისახა. არჩევნების შემდეგ ახალგაზრდა პოლიტიკოსის რეიტინგი მკვეთრად დაეცა.
კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი
1 ოქტომბერს კატალონიის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 90 პროცენტმა მხარი რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა. კატალონიის ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას. მადრიდმა რეფერენდუმის შედეგები უკანონოდ აღიარა და სასამართლოს გადაწყვეტილებით გააუქმა.
ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ცდები
ჩრდილოეთ კორეის მერ ბირთვულმა ცდებმა მსოფლიო სერიოზულად შეაშფოთა.
ჯერ კიდევ გაზაფხულზე სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ ფხენიანმა ახალი ტიპის ბირთვული იარაღის გამოცდის მზადება დაიწყო. სექტემბრის დასაწყისში კი ჩრდილოეთ კორეამ ტროტილის ექვივალენტით 50-დან 120 კოლოტონამდე სიმძლავრის წყალბადი ბომბი ააფეთქა, რომელიც ჰიროსიმაში ჩამოვარდნილ ატომურ ბომბთან შედარებით 8-ჯერ მძლავრია. ექსპერტები აქტიური სამხედრო მოქმედებების დაწყებას შიშობენ.
რუსეთი კიევში „ევროვიზიაზე“ არ დაუშვეს
უკრაინამ მომღერალ იულია სამოილოვას უკრაინაში შესვლა ყირიმში 2015 წელს კონცერტის გამართვისთვის აუკრძალა.
ოლიმპიადა -2018 და დოპინგის სკანდალი
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს სპორტსმენებთან დაკავშიებული ხმაურიანი დოპინგ-სკანდალების გამო რუსეთის ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებზე გასვლა აუკრძალა. ასპარეზობებში მონაწილეობის უფლება ცალკეულ სპორტსმენებს მხოლოდ ნეიტრალური მოთამაშეების სახით შეეძლებათ.
ტერაქტი პეტერბურგის მეტროპოლიტენში
3 აპრილს პეტერბურგის მეტროში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. დაიღუპა 16 და დაიჭრა 87 ადამიანი.
ნიუ-იორკის ტერაქტი
31ოქტომბერს ნიუ-იორკში მანჰეტენზე უზბეკეთის 29 წლის მოქალაქემ საფულო საიპომ სატვირთო ავტომობილით ქვეითებს გადაუარა.
დაიღუპა 9 ადამიანი, დაშავდა კიდევ 10-ზე მეტი მოქალაქე. წერილში, რომელიც ტერორისტმა მანქანაში დატოვა, აღნიშნულია, რომ ის „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით მოქმედებდა.
ტრაგედია ლას-ვეგასში
59 ადამიანი დაიღუპა 1 ოქტომბერს ლას-ვეგაში კაზინო Mandalay Bay-თან.
ქანთრი-მუსიკის ფესტივალზე 64 წლის ამერიკელმა სტივენ პედოკმა სასტუმროს ნომრის ფანჯრიდან ცეცხლი გახსნა.
დაიჭრა 500-ზე მეტი ადამიანი. თავად ბოროტმოქმედი, რომლის ნომერშიც 23 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინა, პოლიციელთა შტურმის შედეგად დაიღუპა. ქვეყნის ხელისუფლებამ ამ ტრაგედიას აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი უწოდა.
მიწისძვრა ირანში
საშინელი მიწისძვრა დაფიქსრდა 12 ნოემბერს ირანი-ერაყის საზღვარზე. მისმა მაგნიტუდამ 7,6 ნიშნულს მიაღწია.
მიწისძვრას მოყვა ნგრევა და მსხვერპლი, დაიღუპა 400-ზე მეტი ადამიანი. ამის გარდა 6700 ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა.
პოლიტიკა
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
- საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















