ყაჩაღობა გურჯაანში - დაჭრილია მამაკაცი

საქართველო, თბილისი - 10:53 | 28.12.2017
ნანახია: 986

გურჯაანში, სოფელ ბაკურციხეში გუშინ, გვიან ღამით, ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. ინფორმაცია „პრაიმნიუსჯორჯიას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია 1 000 ლარამდე თანხა. შემთხვევს დროს კი, 30 წლამდე მამაკაცი დაიჭრა, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მოლარედ მუშაობდა.

მას ცივი იარაღით თავის და ბარძაყის არეში აქვს ჭრილობები მიყენებული. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინა.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე