ჩაბუქის კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან არ დასტურდება - ადვოკატი
საქართველო, თბილისი - 14:17 | 25.12.2017 ნანახია: 1772
ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ჩაბუქი 5 წლის განმავლობაში სწორედ ამ სკოლა ლიცეუმის დირექტორი იყო. როგორც ადვოკატი, ვახტანგ კვიჟინაძე აცხადებს, ჩაბუქის ბრალდება - ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი, არ დასტურდება.
„შემოწმდა სკოლები, რომელთაგანაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ერთი თეთრიც არ გადარიცხულა და დივიდენტის სახით არ გასულა. თანხები არამხოლოდ თურქეთის რესპუბლიკაში, არამედ, პარტნიორებთანაც კი არ გატანილა. შესაბამისად, ის ტერორისტული ორგანიზაციას დახმარების ვერ გაუწევდა. სახელმწიფო ბრალდება ედავება, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრი იყო. ჩვენ კი ვსვამთ კითხვას, რაში გამოიხატებოდა მისი წევრობა? გარდა ამისა, სკოლები შეფასებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის შემადგენელი ნაწილი. რაში გამოიხატება ეს? თანხა გაცემული არ არის, დამფუძნებელი გიულენი არ არის, აღნიშნული პირის კავშირი გიულენთან საქმეში არ არსებობს. ჩაბუქი კოლეჯების მესაკუთრე არ ყოფილა, ის იყო დაქირავებული თანამშრომელი, მენეჯერული ფუნქციებით აღჭურვილი“, - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, 24 თებერვალს ჩანიშნულ პროცესამდე ან ჩაბუქის გათავისუფლება გადაწყდება ან მისი ექსტრადირება.
„პროცესი 24 თებერვალს არის ჩანიშნული, ამ თარიღამდე გადაწყვეტილი უნდა იყოს მისი ან გამოშვება და საქმის გაგრძელება მისი გარეთ ყოფნის პერიოდში ან ექსტრადირება და თურქეთისთვის გადაცემა“, - განაცხადა ჩაბუქის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 25 მაისს, სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, რომელიც 25 ნოემბერს კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივდა. ჩაბუქსა და მის ოჯახს 7 ივლისს, საქართველოს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ მხრიდან, უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















