ირაკლი და დავით ბერიშვილები ე.წ. ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით წაყენებულ ბრალდებას აღიარებენ
საქართველო, თბილისი - 18:18 | 22.12.2017 ნანახია: 1182
კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები, ირაკლი და დავით ბერიშვილები ე.წ. ჩაწობილ თამაშებთან დაკავშირებით წაყენებულ ბრალდებას აღიარებენ.
ბერიშვილების ადვოკატის, იასონ ბესელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.
„მათი პოზიცია არის სიმართლის თქმა, გამოძიებასთან თანამშრომლობა და ამბობენ სიმართლეს. ისინი აცხადებენ, რომ მათ გარკვეული თანხა აიღეს, გარკვეული დანაშაული მათ მიერ წინასწარი მონაცემებით ასეთია, აღიარებენ დანაშაულს. ისინი დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, არ მოქმედებენ და ამის შესახებ გამოძიებაში დადგინდება. მე ახლა ვერ გეტყვით დეტალურად, ვინ მონაწილეობდა კიდევ ამ სქემაში,“ - განაცხადა ადვოკატმა.
კიდევ ერთი დაკავებული, თემურ დათიკაშვილი კი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.
ადვოკატი, თამარ აბესაძე აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროვოკაციის მსხვერპლია. თამარ აბესაძე თავს იკავებს დააზუსტოს, რა იგულისხმა პროვოკაციაში.
„აბსოლუტურად ყველაფერს უარყოფს, რომ აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია, ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია და ძალიან წუხს ყოველივესთან დაკავშირებით და გამოხატავს გულისტკივილს ამასთან დაკავშირებით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა ჯანსაღ სპორტს და ახლა ხდება ისე, რომ მასთან დაკავშირებით ვრცელდება ასეთი ინფორმაციები და ეს არის მისთვის შოკისმომგვრელი,“ - განაცხადა თამარ აბესაძემ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















