ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 12:55 | 18.12.2017 ნანახია: 1552
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება, ქვეყნის ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრს - მატეუშმორავიეცკის შეხვდა.
ირაკლი კობახიძემ მატეუშ მორავიეცკისთანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, მატეუშმორავიეცკიმ აღნიშნა, რომ ეს მისი პირველი ოფიციალური შეხვედრაა პრემიერ-მინისტრის რანგში.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თქმით, თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად მეტი უნდა გაკეთდეს, რაშიც, პოლიტიკოსების აქტიური მუშაობასთან ერთად, განსაკუთრებული როლი ხალხთაშორის ურთიერთობას ენიჭება.
მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
საუბარი შეეხო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებას. მატეუშ მორავიეცკის თქმით, მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა გააქტიურდეს საპარლამენტო კომიტეტების დონეზე. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. ირაკლი კობახიძემ ჩვენი ქვეყნის მიერ ბოლო პერიოდში საგარეო მიმართულებით მიღწეული წარმატების შესახებ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმების გაფორმებაზე გაამახვილა. თავის მხრივ, მატეუშ მორავიეცკიმხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა და ბიზნეს-ფორუმებისგამართვის ინიციატივით გამოვიდა. მისივე თქმით, პოლონეთი რჩება ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერად. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ერთ-ერთი ინიციატორი, აქტიურად გააგრძელებს ჩართულობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარების შესახებ ისაუბრეს. მატეუშ მორავიეცკიმპოლონეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















