საქართველოში, ჰაერის დაბინძურების შედეგად, წლის განმავლობაში, საშუალოდ, 3741 ადამიანი იღუპება
საქართველო, თბილისი - 13:58 | 14.12.2017 ნანახია: 2643
საქართველოში, ჰაერის დაბინძურების შედეგად წლის განმავლობაში საშუალოდ 3741 ადამიანი იღუპება - ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე "ამერიკის ხმა" წერს. გამოცემის ცნობით, “იუნისეფმა” 6 დეკემბერს ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დედამიწაზე მცხოვრები ერთ წლამდე ასაკის ჩვილი ბავშვები გონებრივი განვითარების დაზიანების რისკის ქვეშ იმყოფებიან. მათი რაოდენობა დედამიწაზე 17 მილიონს აღწევს.
დაბინძურებული ჰაერით ახალშობილის თავის ტვინის დაზიანების მექანიზმებს შორის, “იუნისეფის” ანგარიში განსაკუთრებით გამოყოფს სამ გარემოებას:
- დაბინძურებული მცირე ზომის ნაწილაკები აღწევს სისხლში და აზიანებს თხელ მემბრანას, რომელიც თავის ტვინს ტოქსინებისგან იცავს და შეუძლია ნერვული დაბოლოებების ანთების გამოწვევა. ზრდასრულებში მსგავს დაზიანებას მთელ რიგ კვლევებში ალცჰაიმერს და პარკინსონს უკავშირებენ.
- ზოგიერთი დაბინძურბული ნაწილაკი, როგორიცაა მაგალითად, მაგნეტიტები, იმდენად მცირე ზომისაა, რომ ორგანიზმში ყნოსვითი ნერვით და ნაწლავიდანაც აღწევს, რამაც შესაძლოა ნეიროდეგენერაციული დაავადებები გამოიწვიოს.
- მრავალი კვლევა ამტკიცებს, რომ ავტომანქანებით გადატვირთული ტრასების მახლობლად და დიდ ქალაქებში განსაკუთრებით ბევრია PAH ჯგუფის ტოქსინები (პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები), რომელიც ტვინის თეთრ ნივთიერებას აზიანებს. თეთრ ნივთიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ტვინის სხვადასხვა უბნებს შორის ნეირონების კომუნიკაციაში, რაც ბავშვის ათვისების უნარის და განვითარებისთვის ფუნდამენტს წარმოადგენს.
“იუნისეფი” მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეუქმნან წლამდე ასაკის ჩვილ ბავშვებს. მინიმუმზე უნდა დავიდეს ტოქსინების მიღება როგორც გარეთ, ჰაერზე, ასევე შინ, სახლში, სადაც თამბაქოს გამონაბოლქვის, სამზარეულოში გაზქურის ხმარების, ან საწვავზე მომუშავე გამათბობლით გამოყოფილი ტოქსინების შესუნთქვის მაღალი რისკებია. ბავშვები უნდა მოვარიდოთ პიკის საათებში გარეთ გაყვანას და მგზავრობას. თუ აუცილებელია, მაშინ ცხვირ-პირზე ფილტრიანი ნიღაბი უნდა გავუკეთოთ.
რაც შეეხება კერძოდ თბილისს და საქართველოს, გამოცემა წერს, რომ გვთავაზობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქვემოთ მოყვანილ ფაქტებს ციფრებში და გაეროს ჯანდაცვის წამყვანი ორგანიზაციის ერთ საინტერესო ინიციატივას.
- დაბინძურებული ჰაერი მთავარი და ხშირად უხილავი მკვლელია, რომელსაც მსოფლიოში ყოველი მე-9 სიკვდილი უკავშირდება.
- მათ შორის, უკავშირდება: 36% ფილტვის კიბოს სიკვდილიანობის; 34%-ინსულტის; 27%-გულის დაავადებების; 35%-ფილტვის ქრონიკული დაავადებების.
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. თბილისში დაბინძურება ნორმას 2.9-ჯერ აღემატება.
- მთლიანად საქართველოში ჰაერის დაბინძურებას წელიწადში საშუალოდ 3 741 ადამიანის სიკვდილს უკავშირებენ.
- შედარებისთვის: ვაშინგტონში (აშშ) დაბინძურება ნორმაზე 10%-ით დაბალია; მადრიდში (ესპანეთი) ნორმას უტოლდება; რიგაში (ლატვია) ნორმას 70%-ით აჭარბებს; ბრიუსელში (ბელგია) ნორმაზე 80%-ით მეტია.
- თბილისში რომ ნორმას თითქმის 300%-ით აჭარბებს, არ ნიშნავს, რომ მთელ საქართველოში იგივე მდგომარეობაა. მაგალითად, აბასთუმანში, ზღვარს მარტო 50%-ით ცდება და დაახლოებით ბონს (გერმანია) უტოლდება.
- მონაცემების უკეთ გაცნობა შესაძლებელია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით შექმნილ ქვემოთ დასახელებულ ვებგვერდზე.
- ინიციატივა „ისუნთქე სიცოცხლე“ Breathe Life 2030 მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ინფორმაციით უფასოდ ეხმარება ნებისმიერ მსურველს: ინდივიდს, ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ ადგილობრივ/ქვეყნის ლიდერებს.
- ესტუმრეთ ვებგვერდს http://breathelife2030.orgდა აირჩიეთ - იმოქმედე ახლავე (Act Now).
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















