პნევმატური იარაღი არასდროს ყოფილა სკოლაში - 51-ე სკოლის დირექტორი
საქართველო, თბილისი - 12:51 | 04.12.2017 ნანახია: 1785
,,პნევმატური იარაღი არასდროს ყოფილა სკოლაში", - ამის შესახებ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და დასძინა, რომ მოსწავლეების შემოწმება პერიოდულად ხორციელდებოდა.
„საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხდება მოსწავლეების შემოწმება. ორი მოსწავლეც რომ საეჭვოდ გადაადგილდებოდეს, სახეზეც რომ შევატყოთ ისეთი რამის ქონა, რაც არ უნდა ჰქონდეს, ასეთ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ვამოწმებთ. პნევმატური იარაღი არასდროს ყოფილა სკოლაში და არც ამ შემთხვევაში ყოფილა. დაპირისპირება რომ გაეგოთ მანდატურებს, ეს ამბავი არ მოხდებოდა. სკოლა სტრესშია. ველოდებით ფსიქოლოგებს სამინისტროდან და ისინი ჩვენს ფსიქოლოგთან ერთად იმუშავებენ. სკოლაში ზოგადად ისეთი სიტუაციაა, მოსწავლეების ნაწილი მოვა, ნაწილი არ მოვა. ვინც არ მოვა დამრიგებლები მშობლებთან მოიკითხავენ ამბავს და ისინი მოვლენ აუცილებლად. ჩვენს სკოლაში რომ ბევრი მოსწავლეა, ეს არის დიდი ხნის პრობლემა. ხელოვნურად გაზრდილია მოსწავლეთა რაოდენობა. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. სკოლებში არ უნდა იყოს ამდენი მოსწავლე, თუმცა, აქ უკონტროლო სიტუაცია არასდროს ყოფილა. ადმინისტრაცია და მანდატურები აკეთებენ იმაზე ბევრად მეტს, რისი გაკეთებაც შეიძლება. რის გამო მოხდა კონფლიქტი, რამდენად სერიოზული იყო, ამას გამოძიება დაადგენს. ასე დაუნდობლად რომ დახოცეს ჩვენი ნაფერები ბავშვები, ამას გამოძიება დაადგენს. იმ დღეს სკოლაში არ ვიყავი, შვებულებაში გახლდით. ამიტომ, მეც ველოდები გამოძიების შედეგს. ამ წუთში სკოლას ვჭირდები, რადგან სიტუაცია სამართავია”, – განცხადა მანანა თურქაძემ.
შეგახსენებთ, 1-ელ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირების დროს ორი მოზარდი დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე, მეორე კი 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















