გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრი მიიღო
საქართველო, თბილისი - 17:08 | 27.11.2017 ნანახია: 1004
საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და სევასტოპოლის ოკუპაციას და ანექსიას.
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრემიერთან ვოლოდიმირ გროისმანთან შეხვედრისას გააკეთა და მადლობა გადაუხადა უკრაინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
უკრაინის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა აფასებს საქართველოს მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან.
"ჩვენ ვაფასებთ თქვენს სწრაფვებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ვიზიტები უფრო მეტ აქტივიზაციას მისცემს ჩვენს ურთიერთობებს",- აღნიშნა უკრაინის პრემიერმინისტრმა.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაციის გამო, რომელიც მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებაში გამოიხატება და ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტს, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში შედგა, წარმატებული სახელმწიფო ვიზიტი უწოდა.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველო- უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებებზე და ინტერესებზეა დაფუძნებული.
შეხვედრის განსახილველ საკითხთა შორის საქართველო-უკრაინას შორის პოლიტიკური, სავაჭრო - ეკონომიკური, ტურიზმის, განათლებისა და სხვა სექტორულ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში კი, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის გააქტიურება და განვითარება იყო.
მხარეებმა განიხილეს ასევე ტურიზმის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საკითხები და აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას ამ სფეროს განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია.
უკრაინა წლების განმავლობაში რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად და უკრაინა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-5 პოზიციაზეა.
უკრაინის პრემიერმინისტრმა შეხვედრისას მწუხარება გამოთქვა 24 ნოემბერს, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და მისი და უკრაინის დელეგაციის სახლით სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















