იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
საქართველო, თბილისი - 15:34 | 20.11.2017 ნანახია: 1156
იუსტიციის სამინისტრო სამართლის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობის მიზნით უნივერსიტეტებთან ახალი ტიპის თანამშრომლობას იწყებს. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ“ მემორანდუმი გააფორმა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან (სდასუ). იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უნივერსიტეტის რექტორ თეიმურაზ ქორიძეს ვაუჩერები გადასცა, რომლებიც სდასუ-მ მაცნესგან სტუდენტებისთვის შეიძინა. ეს არის პირველი ასეთი მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებისთვის ვაუჩერების შეძენა განხორციელდა, რომელიც მათ საჩუქრად გადაეცათ. სტუდენტებს უჩნდებათ ნორმატიული აქტების ბეჭდურ ვერსიებზე ხელმისაწვდომობის უკეთესი შესაძლებლობები.
მომავალ იურისტებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ მაცნეს სტამბაში გამოცემული კოდექსები, ნორმატიული აქტები თუ სხვა სახის იურიდიული ლიტერატურა. ამ სტუდენტური ვაუჩერებით მათ შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ მაცნეს ადმინისტრაციულ ვებგვერდზე (matsnebooks.gov.ge) განთავსებული ნებისმიერი იურიდიული რესურსით.
თანამშრომლობის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, გაერთიანდნენ „მაცნეს კლუბში“, რომელიც პირველი სადისკუსიო პლატფორმაა იურისტებისთვის. აქ ახალგაზრდები უკვე აღიარებულ სპეციალისტებთან ერთად მსჯელობენ და კამათობენ იურიდიულ საკითხებზე, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და შეთავაზებებს მიმდინარე რეფორმებსა თუ სხვა აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით. „მაცნეს კლუბი“ ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და იმ დამწყებ სპეციალისტებს თუ იურისპრუდენციით დაინტერესებულთ აერთიანებს, რომელთაც სურთ, წარმატებულ იურისტებს შეხვდნენ და მათთან ერთად საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ და დაუსვან კითხვები. „მაცნეს კლუბში“ იმართება პრეზენტაციები, დისკუსიები, საჯარო ლექციები საინტერესო საკითხებზე. კლუბის მენტორები არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები; მოსამართლეები, ადვოკატები. კლუბის საქმიანობას თავად წევრები გეგმავენ და ახორციელებენ. ყოველი მომდევნო საჯარო ლექციის თემა მათი მონაწილეობით ირჩევა.
იუსტიციის სამინისტროს მემორანდუმი რამდენიმე სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული.
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















