მარიხუანას ჭარბი დოზირებისგან სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 10:26 | 17.11.2017
ნანახია: 1191

კოლორადოს შტატის ექიმები ამტკიცებენ, რომ მსოფლიოში მარიხუანას ჭარბი დოზირებისგან პირველი სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა.

ექიმების თქმით, 11 თვის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. მას მიოკარდიტი განუვითარდა.

პაციენტის გარდაცვალების შემდეგ მის სისხლსა და შარდში აღმოაჩინეს მარიხუანის მაღალი შემცველობა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნივთიერება ბავშვის სისხლში მშობლებისგან მოხვდა, რომლებიც ხშირად მოიხმარდნენ მარიხუანას.

როგორც ექიმები აღნიშნავენ, მათთვის მიოკარდზე მარიხუანის გავლენის შესახებ ადრეც იყო ცნობილი, თუმცა მსგავსი შემთხვევები პაციენტის სიკვდილით არასდროს დასრულებულა.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე