ანჯელინა ჯოლი გაეროს კონფერენციაზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ სიტყვით გამოვიდა

საქართველო, თბილისი - 17:08 | 16.11.2017
ნანახია: 1114

სექსუალური ძალადობის პრობლემა დღემდე მწვავედ დგას ჰოლივუდში. ვანკუვერში გამართულ გაეროს კონფრენციაზე ამ თემას ანჯელინა ჯოლიც შეეხო. კეთილი ნების ელჩმა ქალებს მოუწოდა ისაუბრონ იმ შემთხვევებზე, როდესაც მამაკაცები მათ მიმართ უღირსად იქცეოდნენ.

 „სექსუალური ძალადობა ყველგან არის - იმ სფეროში, სადაც მე ვმუშაობ, ბიზნესში, უნივერსიტეტებში, პოლიტიკაში, არმიაში. მთელს მსოფლიოში.

ხშირად ქალების წინააღმდეგ მსგავს დანაშაულებებზე იცინოდნენ, უმნიშვნელო სამართალდარღვევად  მიიჩნევდნენ იმ პირების მხრიდან, რომლებიც თავს ავადმყოფობოს გამო ვერ აკონტროლებდნენ“, -აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ.

 შეგახსენებთ, რომ სექსუალურ ძალადობაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც მსახიობებმა პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მსგავს ქმედებებთან კავშირი ჰქონდათ კევინ სპეისის, ედ ვესტვიკსა და სხვებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე