ტრამპმა სიტყვით გამოსვლის დროს წყალი ბოთლიდან დალია (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:58 | 16.11.2017
ნანახია: 896

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებისა და სოციალური ქსელის ყურადღება მიიქცია, როდესაც თავის გამოსვლა ერთი ყლუპი წყლისთვის შეწყვიტა.

ჟურნალისტების აზრით, ეს სცენა ძალიან უხერხული აღმოჩნდა.
ტრამპი აზიის ქვეყნებში გამართულ ოფიციალური ტურნეს შედეგებს თეთრ სახლში გამოსვლისას აფასებდა.

რაღაც მომენტში ის ტრიბუნის ქვეშ დაიხარა და წყლის ბოთლის ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერ იპოვა და სიტყვით გამოსვლა გააგრძელა. ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მიანიშნა, რომ ბოთლი ტრიბუნის გვერდით პატარა მაგიდაზე იდგა. ტრამპმა წყალი პირდაპირ ბოთლიდან მოსვა და გამოსვლა გააგრძელა.

 




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე