ცხენი ავტომობილის დაზიანებისთვის დააპატიმრეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:49 | 16.11.2017
ნანახია: 1043

ბრაზილიაში ცხენი ავტომობილის დაზიანებისთვის დააპატიმრეს.

მისი პატრონი ფრასიშკუ ცხენთან ერთად სეირნობდა, როდესაც მას რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა და ცხენით გასეირნება სთხოვა.

ფრასიშკუ წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ ცხენს უცნობების შეეშინდა, დაფრთხა და იქვე მდგარ ავტომობილს წიხლებით შედგა. შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მივიდნენ და ცხენი განყოფილებაში წაიყვანეს.

ფრასიშკუს თქმით, პოლიციის განყოფილებაში ცხენს არასათანადოდ მოექცნენ. ის საკანში დამნაშავესავით ჩასვეს, არ აჭმევდნენ, არ ასმევდნენ და ძალიან ვიწრო საკანში  გამოკეტეს. მისივე თქმით, მან ცხენს საჭმელი მიუტანა, მაგრამ საკანში შეტანის უფლება არ მისცეს.

ცხენი მეორე დღეს მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა პატრონმა მანქანისთვის მიყენებული ზიანი აანაზღაურა.

ვიდეო იხილეთ ბმულზე: ბრაზილიაში ცხენი ავტომობილის დაზიანებისთვის დააპატიმრეს

 

პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე