Reuters-ის ოფისში ბელარუსის მოქალაქემ ცეცხლი გახსნა

საქართველო, თბილისი - 16:26 | 15.11.2017
ნანახია: 954

პოლონეთის ქალაქ გდინიაში სააგენტო Reuters-ის ოფისში ბელარუსის მოქალაქემ ცეცხლი გახსნა.
მამაკაცი პისტოლეტითა და თოფით იყო შეიარაღებული. მან ორი გასროლა მოასწრო. ერთ-ერთი თანამშრომელი მსროლელს მივარდა და რამდენჯერმე დაარტყა.

მამაკაცი დააკავეს და პოლიციელებს გადასცეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 30 წლის სტეპანი ბელარუსის მოქალაქეა. კოლეგები მას ჩაკეტილ და არაკომუნიკაბელურ ადამიანად მიიჩნევდნენ.

ამასთან სტეპანის მეგობრების თქმით, მას იარაღის ტარების ნებართვა ჰქონდა. ის კოლეგებს იარაღს აჩვენებდა, რის გამოც ოფისში პანიკა დაიწყო და სროლაც შემთხვევით იმ დროს მოხდა, როდესაც ერთ-ერთი თანამშრომელი მისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე