კანონპროექტის განხილვის დადგენილი ვადები შესაძლოა გაიზარდოს
საქართველო, თბილისი - 18:31 | 14.11.2017 ნანახია: 1226
კანონპროექტის განხილვის დადგენილი ვადები შესაძლოა გაიზარდოს. აღნიშნულ ინიციატივას „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე, საკითხის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ლევან კობერიძემ წარმოადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებების მომზადების მიზეზი კანონპროექტების განხილვაში ყველა მიზნობრივი ჯგუფის ჩართვა წარმოადგენს, რაც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. მისი მოსაზრებით, ვადების გახანგრძლივება თვისობრივად გააუმჯობესებს კანონპროექტის განხილვის შინაარსობრივ მხარეს და სამუშაო პირობებს. რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს - წამყვანი კომიტეტისთვის დადგენილი განხილვის ვადა ნაცვლად 3 კვირისა 30 სამუშაო დღემდე იზრდება. რაც შეეხება დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის წესს - წარმოდგენილი ცვლილებებით, პარლამენტის სასესიო პერიოდის დასრულებამდე 10 დღით ადრე მათი მიღება შეუძლებელი იქნება.
გიორგი კახიანს, კანონპროექტების განხილვის დაჩქარებული წესის ცვლილება პრინციპების დონეზეც კი მიუღებლად მიაჩნია.
საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს. გამომსვლელები კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელების ცვლილებას პრინციპების დონეზე დაეთანხმნენ, თუმცა უშუალოდ ვადებზე განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, წამყვანი კომიტეტისთვის კანონპროექტის განხილვის ვადის 30 სამუშაო დღემდე გაგრძელება ფაქტიურად 6 კვირას მოიცავს, რაც საკმაოდ დიდი ვადაა და გარკვეულ რისკებს შეიცავს. მისი მოსაზრებით, შესაძლოა აღნიშნული ვადა კომიტეტებმა ბოლომდე გამოიყენონ და ისეთი კანონპროექტები, რომლებიც მხოლოდ ერთი პუნქტის ცვლილებას საჭიროებენ, ხანგრძლივი ვადით გადაიდოს და მათი დროულად განხილვა ვერ მოხერხდეს.
კომიტეტის წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა პრინციპების დონეზე, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















