საქართველოში ვიზიტი არის თქვენი რეფორმების და მთლიანად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იდეის მხარდაჭერის მანიფესტაცია - მარგო ვალსტრომი
საქართველო, თბილისი - 16:33 | 14.11.2017 ნანახია: 1365
„პოლონეთისა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტი არის საქართველოს რეფორმების და მთლიანად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იდეის მხარდაჭერის მანიფესტაცია“- ამის შესახებ შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა პოლონელ კოლეგასთან ერთად თბილისში მიმდინარე ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. სამი ქვეყნის - საქართველოს, შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. მარგო ვალსტრომმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტს საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი და მკვეთრი გზავნილი უწოდა.
მან ისაუბრა საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლზე, როგორც რეგიონის მრავალფეროვან კულტურათა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებისთვის შესანიშნავ სივრცეზე, რაც თავის მხრივ რეგიონში სტაბილურობას და მშვიდობიან დიალოგს შეუწყობს ხელს.
„შვედეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული მისწრაფების და ევროკავშირში უწყვეტი ინტეგრაციის ძალიან მტკიცე მხარდაჭერას. საქართველო, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრესული წევრი, სამაგალითოა რეგიონში დემოკრატიული რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. საქართველო უაღრესად წარმატებულია ამ მიმართულებებით, რაც აღიარებული იქნა ჩვენს ანგარიშებშიც, რომლებსაც ვახორციელებთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის კუთხით ვითარების შეფასებისთვის. თქვენ ამ თვალსაზრისით დიდი გზა გაიარეთ და ძალიან კარგი მაჩვენებელი გაქვთ“-აღნიშნა შვედეთის სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მარგო ვალსტრომის განცხადებით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, არამარტო ევროკავშირის ანგარიშებში ჰპოვებს აღიარებას, არამედ ქვეყნის შიგნით, ქართველი ხალხიც გრძნობს ხელშესახებ შედეგებს. მან ამის ნათელ დასტურად საქართველოს მოსახლეობის ევროინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერაში დაასახელა. შვედეთის სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის აზრით მთავრობისა და ხალხის მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდანაც მეტი ჩართულობის წინაპირობას წარმოადგენს.
შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















