ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთს მწვავედ აკრიტიკებს

საქართველო, თბილისი - 12:08 | 14.11.2017
ნანახია: 1128

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ  რუსეთის ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა არჩევნებში ჩარევასა და კიბერჯაშუშობისთვის.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს თავისუფალი საზოგადოების გახლეჩვას.

ტერეზა მეის განცხადებით, მოსკოვი ავრცელებს ფეიკ-ინფორმაციებს დასავლეთის შესახებ. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ლონდონს არ სურს რუსეთთან მუდმივი კონფრონტაცია, ბრიტანეთი თავის ინტერესებს დაიცავს.

 „რუსეთი არაერთხელ არღვევდა რამდენიმე ევროპული ქვეყნის საჰაერო სივრცეს და ატარებდა კიბერშპიონაჟისა და განხეთქილების  მიზანმიმართულ კამპანიას“, -აცხადებს მეი.  

 „ეს მოიცავდა მათ შორის არჩევნებში ჩარევას და ჰაკერულ შეტევას დანიის თავდაცვის სამინისტროსა და ბუნდესტაგზე“, - აღნიშნა მეიმ და დასძინა, რომ ბრიტანეთი აუცილებელ ზომებს მიიღებს რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე