დონალდ ტრამპი-უმცროსმა Twitter-ში WikiLeaks-თან მიმოწერა გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 11:06 | 14.11.2017
ნანახია: 1055

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟმა დონალდ ტრამპი-უმცროსმა დაადასტურა, რომ Twitter-ში მიმოწერა  ჰქონდა WikiLeaks-ის წარმომადგენლებთან და რამდენიმე შეტყობინება გამოაქვეყნა.
მანამდე ჟურნალი Atlantic-ი წერდა, რომ ტრამპი-უმცროსი WikiLeaks-თან აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს კონტაქტობდა.

პრეზიდენტის ვაჟმა სოციალურ ქსელში მიმოწერის სქრინშოტები გამოაქვეყნა.
კერძოდ, ამერიკის ლიდერის ვაჟმა გამოაქვეყნა WikiLeaks-ის წერილი პოლიტიკურ ფონდზე, რომელიც სთხოვდა, გაევრცელებინა ჰილარი კლინტონის ციტატა, სადაც ის აცხადებდა, რომ სურდა საიტის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის განადგურებას უპილოტოს დახმარებით, ასევე ითხოვდა უფროსი ტრამპის საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნებას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე