მეტად დააფასოთ პოლიციელების შრომა - გიორგი მღებრიშვილი განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 10:47 | 14.11.2017 ნანახია: 1603
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ახალ მინისტრ გიორგი გახარიას წარმატებას უსურვებს.
ამასთანავე, ის პოლიციელებსა და მოქალაქეებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ვალდებულება მოქალაქეების, თანამშრომლების და მათი ოჯახების წინაშე!
,,მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩემს გუნდს, რომ ყველაზე რთულ მომენტებში, ჩემ მხარდამხარ, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა იმისთვის, რომ ღირსეულად გავმკლავებოდით გამოწვევებს, განგვეხორციელებინა 21-ე საუკუნის პოლიციის იდეა. ეს გრძელვადიანი პროცესია, თუმცა მისი საფუძველი, ძლიერი ფუნდამენტი უკვე ჩაყრილია. ამ წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა და ბევრი ინოვაციური პროექტი დანერგა. ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი ახალი ყაიდის, მაღალტექნოლოგიური პოლიციისკენ და ამ რეფორმის შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს", - აცხადებს მღებრიშვილი და დასძენს, რომ უმჯობესია, გაკეთებული საქმეები პროფესიონალებმა შეაფასონ.
,,მინდა, გთხოვოთ, უფრო მეტად დააფასოთ პოლიციელების შრომა, მათი ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლი და მათი წვლილი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში.
თქვენ უკან 40 ათასამდე ადამიანია. მათი უდიდესი უმრავლესობა ღირსეული და საქმისთვის გულანთებული პოლიციელია. ისინი ყოველთვის თქვენ გვერდით იდგებიან მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ. ვიცი, რომ თქვენც მათი იმედი გაქვთ, როცა საფრთხის პირისპირ რჩებით…
მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მაშველებს, ჯარისკაცებს, სამინისტროს თანამშრომლებს… ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ 2 წელი მათთან ერთად ვემსახურებოდი საქართველოს!
შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას კი წარმატებას ვუსურვებ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში. ის მაღალი დონის, პროფესიონალი მენეჯერია, პრინციპული პიროვნება და მჯერა, რომ იქნება ღირსეული შინაგან საქმეთა მინისტრი“, – აცხადებს გიორგი მღებრიშვილი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად ოფიციალურად დაინიშნა.
მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების საკანონმდებლო დონეზე განხორციელების შემდეგ მღებრიშვილი კრიზისების მართვის საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს გაერთიანებულ სამსახურს უხელმძღვანელებს.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















