„თალიბების“ თავდასხმას 22 ძალოვანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:38 | 14.11.2017
ნანახია: 1024

სულ მცირე 22 ძალოვანი დაიღუპა „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად ავღანეთში. დაჭრილია კიდევ 15 ადამიანი.

მედიის მონაცემებით, თავდასხმა ყანდაგარის პროვინციაში მოხდა. შეტაკება სამხედროებსა და მებრძოლებს შორის ერთ  საათს გაგრძელდა.

პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტების იერიში უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. სამხედროებმა 40 მებრძოლის ლიკვიდირება მოახერხეს. დაიჭრა 35 თალიბი.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე