მგზავრს თვითმფრინავში ოქროს ზოდები დარჩა

საქართველო, თბილისი - 14:30 | 08.11.2017
ნანახია: 2412

2 კგ-იანი ოქროს ორი ზოდი, აღმოაჩინეს ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავში, რომელიც ინდოეთის ქალაქ მადურაის აეროპორტში ჩაფრინდა.

მედიის ცნობით, ოქროს ზოდები სანიტარული კონტროლის თანამშრომლებმა იპოვეს.

ოქრო, სავარძლის ქვეშ, სამაშველო ჟილეტში იყო დამალული.

ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ზოდის ღირებულებამ შესაძლოა 77 ათას დოლარს გადააჭარბოს.  

ამ მომენტისთვის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები კონტარბანდისტის ვინაობას ადგენენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე