iPhone Х-ის 300-ზე მეტი სმარტფონი გაყიდვის დაწყებამდე მოიპარეს

საქართველო, თბილისი - 12:27 | 03.11.2017
ნანახია: 1089

 

ბოროტმოქმედებმა iPhone Х-ის 300-ზე მეტი სმარტფონი გაყიდვის დაწყებამდე UPS-ის სატვირთო მანქანიდან მოიპარეს. ინციდენტი ქალაქ სან-ფრანცისკოში მოხდა.
ქურდებმა ავტომობილში იმ დროს შეაღწიეს, როდესაც მძღოლს სმარტფონები ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გადაჰქონდა.

მედიის ცნობით, მოპარული სმარტფონების ღირებულება 300 ათას დოლარს შეადგენს.

ბოროტმოქმედები ჯერ არ დაუკავებიათ. პოლიცია სამ ეჭვმიტანილს ეძებს.

Apple-მა თავისი სმარტფონების ახალი თაობა iPhone Х 12 სექტემბერს წარადგინა.

სმარტფონს უკვე უწოდეს “მომავლის ტექნოლოგია” , მისი მთავარი ღირსება უჩარჩო ეკრანია, რომელიც ავტომატურად არეგულირებს ფერებს , განათების ტემპერატურის მიხედვით, რომელიც მაღალი გარჩევადობითა და ფერთა გამით გამოირჩევა.

iPhone-10 -ს არ აქვს ე.წ ” HOME ” ღილაკი  მთავარ მენიუში ეკრანზე თითის ზევით ასმით შედიხართ, თითის მარჯვნივ გადასვლით აპლიკაციების განყოფილებაში მოხვდებით. ასევე თქვენი ახალი iPhone სახეზე ამოგიცნობთ, სწორედ სახის სკანირებით შეძლებთ სმარტფონის გახნსას. სისტემა მაშინაც მუშაობს თუ სათვალეს მოირგებთ ან ვარცხნილობას შეიცვლით.

ახალ მოდელს პორტრეტის გადაღების ფუნქციაც დაემატა. ამას ორივე კამერით მოახერხებთ, ამასთან ახალი კამერა საშუალებას იძლევა სოციალურ ქსელში კომენტარის დაწერისას ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნისას საკუთარი ემოცია ახალი ე.წ ემოჯი გამოსახულებით გააცოცხლოს. მისი კიდევ ერთი მახასიათებელი უსადენო დამტენია. 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე