2021 წელს თურქული ავტომანქანები გაყიდვაში გამოვა და პირველ ავტომობილს მე შევიძენ - ერდოღანი

საქართველო, თბილისი - 18:15 | 02.11.2017
ნანახია: 1031

თურქეთის პრეზიდენტს ადგილობრივი წარმოების ავტომობილის შეძენა სურს, ამის შესახებ ერდოღანმა ავტომწარმოებლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„2019 წელს ჩვენ დავასრულებთ სამამულო წარმოების ავტომობილზე მუშაობას. 2021 წელს თურქული ავტომანქანები გაყიდვაში გამოვა და პირველ ავტომობილს მე შევიძენ,“ - აღნიშნა ერდოღანმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე