ქურთ მებრძოლებთან შეტაკების შედეგად 8 თურქი ძალოვანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 02.11.2017
ნანახია: 1085

თურქეთის შეიარაღებული ძალების 8 წარმომადგენელი დაიღუპა ჰაკარის პროვინციაში ქურთთა მუშათა პარტიის წევრებთან შეტაკების შედეგად.

გავრცელებული ინფორმაციით, შემდინლის რაიონში ამბოხებულები ცდილობდნენ თურქეთში ერაყის საზღვრიდან გადასვლას. თურქულმა შეიარაღებულმა ძალებმა ოთხი მათგანი გაანადგურა. მიმდინარეობს საჰაერო ოპერაცია მებრძოლთა გასანეიტრალებლად.

2015 წლის ივლისში თურქეთში ქურთების მუშათა პარტიის წევრებთან კონფლიქტის განახლების შემდეგ ქურთი ამბოხებულების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 900-ზე მეტი სამხედრო და პოლიციელი, ასვევ 300 სამოქალაქო პირი.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ პერიოდში უსაფრთხოების ძალებმა 10 ათასი ქურთი მებრძოლი გაანადგურეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე