პაკისტანის ავიაკომპანიას ცხედრები ნიუ-იორკის აეროპორტში დარჩა

საქართველო, თბილისი - 15:41 | 01.11.2017
ნანახია: 4646

პაკისტანის ავიაკომპანია Pakistan International Airlines-მა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ რაც კომპანიის სახმელეთო სამსახურს ნიუ-იორკის აეროპორტში ორი ცხედარი დარჩა.

ავიაკომპანიას ნიუ-იორკიდან ლახორში ორი კუბო უნდა გადაეტანა, თუმცა კომპანიის თანმაშრომლების დაუდევრობით ცხედრები ამერიკის აეროპორტში დარჩა.

ავიაკომპანიამ ბოდიში გარდაცვლილების ნათესავებსაც მოუხადა. ამის გარდა ავიაკომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა ხარჯს დაფარავს.

მომხდარის შემდეგ ერთ-ერთი გარდაცვლილის ნათესავებმა მიცვალებულის დაკრძალვა მერილენდის შტატში გადაწყვიტეს, მეორე ცხედრის გადასვენება კი კომპანია Etihad Airways-ის ავიარეისით მოხერხდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე