პუჩდემონი ბელგიისთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას არ აპირებს

საქართველო, თბილისი - 16:27 | 31.10.2017
ნანახია: 1011

კატალონიის ყოფილმა ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა უარყო ინფორმაცია ბელგიისთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის ხელისუფლების მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებული კარლეს პუჩდემონი ბელგიაში გაემგზავრა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა.

ადვოკატს არ დაუზუსტებია აპირებს თუ არა პუჩდემონი ბელგიაში პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას. მისი თქმით, კატალონიის ყოფილმა ლიდერმა ის შესაძლო იურიდიული დაცვისთვის დაიქირავა.

ესპანეთის პროკურატურამ შესაძლოა პუჩდემონსა და მისი მთავრობის წევრებს ამბოხის ორგანიზებაში ბრალი წაუყენოს.

1ოქტომბერს გამართული რეფერენდუმის საფუძველზე 27 ოქტომბერს პარლამენტმა კატალონიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა.

რის შემდეგაც ესპანეთის სენატმა კატალონიას ავტონომია შეუჩერა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბრისთვის დანიშნა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე