ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა აღიარა რომ ჟურნალისტს სექსუალურად ავიწროებდა

საქართველო, თბილისი - 15:10 | 31.10.2017
ნანახია: 1223

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა აღიარა, რომ ერთხელ ჟურნალისტ ჯულია ჰართლი-ბრიუერთან თავს თამამად მოქცევის უფლება მისცა და აღნიშნა, რომ თავისი საქცილის გამო დიდი ხნის წინ ბოდიში უკვე მოიხადა.

ცოტა ხნის წინ რადიოწამყვანმა და ადრეულ წლებში გაზეთ Sunday Express-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა ინციდენტის შესახებ ისაუბრა, რომელიც დიდი ხნის წინ მოხდა.

მისი თქმით, კონსერვატიული პარტიის კონფერენციის დროს გამართულ ვახშამზე მამაკაცი დაჟინებით ცდილობდა ჟურნალისტის მუხლზე ხელის დადებას, რის შემდეგაც ქალი  დაემუქრა, რომ კიდევ ერთი მცდელობის შემდეგ სახეზე  დაარტყამდა. ტაბლოიდმა Sun-მა მამაკაცის ვინაობა სწრაფად დაადგინა, ის თავდაცვის ახლანდელი მინისტრი სერ მაიკლ ფელონი აღმოჩნდა.

 „მან ბოდიში მოიხადა, როდესაც ინციდენტი 15 წლის წინ მოხდა. და ახლა ისიც და ჯულიაც თემას დახურულად მიიჩნევენ“, - ნათქვამია თავდაცვის მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე