მაფიოზმა ქალიშვილისა და პოლიციელის რომანის გამო ვაჟს დის მოკვლა უბრძანა

საქართველო, თბილისი - 14:42 | 31.10.2017
ნანახია: 2352

სიცილიური მაფიოზური დაჯგუფების მეთაურმა ვაჟს პოლიციელთან რომანის გამო დის მოკვლა უბრძანა. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი სამართალდამცველებისთვის კუნძულზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გახდა.

სპეცოპერაციის დროს 16 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც დანაშაულებრივ ქმედებებსა და ბიზნესმენების გამოძალვაში არიან ეჭვმიტანილნი.

დაკავებულთა შორის იყო 71 წლის ჯუზეპე სკადუტო, რომელიც ცხრაწლიანი პატიმრობიდან 6 თვის წინ გათავისუფლდა.

გამომძიებლებმა სატელეფონო მოსმენების შედეგად დაადგინეს, რომ სკადუტომ მას შემდეგ რაც ქალიშვილისა და პოლიციელის რომანის შესახებ შეიტყო, ვაჟს ორივეს მოკვლა უბრძანა. 30 წლის ახალგაზრდამ მამის ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე