ირაკლი კობახიძე ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 17:00 | 30.10.2017 ნანახია: 1329
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დენის ო'დონოვანი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნეს საპარლამენტო კავშირების მნიშვნელობა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ირაკლი კობახიძემ დენის ო'დონოვანს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნო.
საუბარი, ასევე, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო. ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თავისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარემ პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორ ქვეყანას მჭიდრო ურთიერთობა აქვს, რომელიც დინამიურად ვითარდება. მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში განსაკუთრებული წვლილის შესატანად აქტიურად მუშაობს საქართველოს პარლამენტი.
,,21 წელია, საქართველოს და ირლანდიის რესპუბლიკას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს და მოხარული ვართ, რომ ეს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. განსაკუთრებით ნაყოფიერი გვაქვს თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, კულტურა, განათლება. გვსურს, განსაკუთრებული წვლილი შევიტანოთ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში, და ამ კუთხით პარლამენტი ძალიან აქტიურად მუშაობს. საქართველოს პარლამენტში ჩამოყალიბებულია მეგობრობის ჯგუფი და მოხარულები ვართ, რომ ანალოგიურად, ირლანდიის რესპუბლიკაშიც, პარლამენტში შეიქმნა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი. მადლიერება გამოვხატეთ ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის წარმომადგენლების წინაშე იმის გამო, რომ ძალიან აქტიურად უჭერს მხარს ირლანდიის რესპუბლიკა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეს გამოხატულია, მათ შორის, საპარლამენტო რეზოლუციებსა და შესაბამის განცხადებებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შეეხო.
„ვისაუბრეთ ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. საუბარი გვქონდა კონკრეტულ დეტალებზე. ასევე, სტუმრებს გავაცანით რეფორმები, რომელიც ტარდება საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით - დემოკრატიული განვითარების კუთხით, ეკონომიკური, სოციალური განვითარების კუთხით. ასევე, ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იქ შექმნილ მდგომარეობაზე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის ვიზიტს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.
„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებულად თბილი, ემოციური დამოკიდებულება ირლანდიელთა მიმართ და ეს ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ აქტიურად ვიზრუნოთ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. მსურს, მადლობა გადავუხადო ბატონ სპიკერს ჩამობრძანებისთვის. მის ვიზიტს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის თქმით, მისი ქვეყანა სრულად უჭერს მხარს საქართველოს.
„ჩვენი ქვეყანა და ხალხი პატივს სცემს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო სწევს ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ამ მიმართულებით - ყველა ასპექტში.
ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ საერთო. არსებობს ბევრი სფერო, სადაც შეგვიძლია საქართველოსთან უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ", - განაცხადა დენის ო'დონოვანმა.
პოლიტიკა
- აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი
- ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ - საქართველოში ირანის ელჩი
- ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას - „ოპოზიციის ალიანსი“
- დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, ეს გზა დასრულებული არ არის, აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, ასაგებია ახალი ურთიერთოებები - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
- 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
მსოფლიო
- უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი
- მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი
- აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან, წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი - დონალდ ტრამპი მოკავშირეებზე
- იტალიამ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიის სიგონელას ავიაბაზაზე დაშვების უფლება არ მისცა - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















