რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ჟურნალისტი ეკატერინა გორდონიც აპირებს

საქართველო, თბილისი - 14:10 | 30.10.2017
ნანახია: 1002

რუსი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ეკატერინა გორდონი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას აპირებს.  
„მე სავარაუდოდ ერთადერთი კანდიდატი ვიქნები, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრციასთან შეთანხმებული არ იქნება“, - განაცხადა ჟურნალისტმა.

თავის პროგრამაში გორდონი აქცენტს ქალებისა და ბავშვების დაცვაზე გააკეთებს.

 „არასდროს კენჭი არსად მიყრია და ჩემს ძალებში დარწმუნებულმა მინდა გამოვიყენო უფლება გავხდე ქალების ხმა, რომელთა უფლებებიც შელახულია“, - აღნიშნა გორდონმა.

ექსპერტების აზრით, გორდონო ხმების მხოლოდ ორ პროცენტს მოაგროვებს და სხვა კანდიდატებისთვის სერიოზული მეტოქე არ იქნება.

მანამდე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა გამოთქვა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე