მოზარდი ესტაკადიდან გადახტა და 22 წლის გოგონა მოკლა

საქართველო, თბილისი - 13:41 | 30.10.2017
ნანახია: 2556

 

ამერიკის ვირჯინიის შტატში 12 წლის ბიჭი ესტაკადიდან გადახტა და 22 წლის გოგონა მოკლა. ბიჭი მის ავტომობილს დაეცა.  როგორც გამოცემა NBCWashington-ი აღნიშნავს, მარისა ჰარისი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც მის მანქანას მოზარდი დაეცა. გოგონას მეგობარმა, რომელიც მძღოლის გვერდით იჯდა, მანქანის გაჩერება მოასწრო.

გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ბიჭი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. პოლიცია მომხდარის გარემოებებს ადგენს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე