მანქანას, რომელშიც თურქი სამხედროები ისხდნენ, ტრაილერი დაეჯახა - დაკავებულია ქართველი მძღოლი

საქართველო, თბილისი - 11:32 | 29.10.2017
ნანახია: 1425

მანქანას, რომელშიც თურქი სამხედროები ისხდნენ, ტრაილერი დაეჯახა -  ქართველი მძღოლი დაკავებულია. თურქული მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა კაისერის რაიონში მოხდა.

პინარბაში-მალათეას ავტომაგისტრალზე, ერთ-ერთ გზაჯვარედინზე მოძრავ ორ მანქანას, რომელშიც თურქი სამხედროები ისხდნენ, ტრაილერი დაეჯახა, რომელსაც ქართველი მძღოლი მართავდა.

ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, სამმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე