ადამიანი გარდაიცვალა პოლიციელთა ხელში და შესაბამისად გამოძიება უნდა ჩატარდეს - ანა ნაცვლიშვილი
საქართველო, თბილისი - 16:38 | 26.10.2017 ნანახია: 1835
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დაკავებისას გარდაცვლილი პირის საქმეზე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ, არსებობდა თუ არა ამ პირის დაკავების საფუძველი, როდესაც შეუძლოდ გახდა, რა რეაგირება მოახდინეს სამართალდამცველებმა, მათ შორის - გამოიძახეს თუ არა სასწრაფო დახმარება.
როგორც ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ოჯახს პრეტენზია, ადამიანი გარდაიცვალა პოლიციელის ხელში და შესაბამისად, გამოძიება უნდა ჩატარდეს.
„კარგია, რომ საქმეს იძიებს პროკურატურა, რადგან შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კანონთან შეუსაბამო მოქმედებას ეხებოდეს საქმე. ასევე, მნიშვნელოვანია, სწორი კვალიფიკაციით მოხდეს საქმის წარმართვა. ამ ეტაპზე კვალიფიკაცია, რომელიც საქმეს აქვს მინიჭებული, მაინცდამაინც არ ისახავს მიზნად, შეაფასოს პოლიციელების მოქმედებების კეთილსინდისიერება. კვალიფიკაციის ნაწილში გასაფართოებელია ხედვა, რადგან შესაძლოა, საქმე ჰქონდეს სამოხელეო უფლებამოსილების გადამეტებას ან არაჯეროვან მოქმედებებს მას შემდეგ, რაც მოქალაქემ უთხრა პოლიციელებს, რომ თავს არ გრძნობდა კარგად. მნიშვნელობა არა აქვს სახელმწიფოსთვის, გარდაცვლილის ოჯახს გააჩნია თუ არა რაიმე პრეტენზია. ადამიანი გარდაიცვალა პოლიციელთა ხელში და შესაბამისად გამოძიება უნდა ჩატარდეს“, - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















