აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ძალინ დიდი შედეგები იქნა მიღწეული საქართველოსთვის - მიხეილ ჯანელიძე
საქართველო, თბილისი - 18:29 | 06.10.2017 ნანახია: 1184
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არის მნიშვნელოვანი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებისთვის ისე ევროკავშირისთვის“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხელ ჯანელიძემ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ამ პარტნიორობის ფარგლებში, ძალინ დიდი შედეგები იქნება მიღწეული, განსაკუთრებით საქართველოსთვის.
„ასოცირების შეთანხმება ხელმოწერილია და წარმატებით ხდება მისი იმპლემენტაცია. ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელსაც კონკრეტული შედეგები მოაქვს თითოეული მოქალაქისთვის და ბიზნესისთვის. პარალელურად, გაზრდილია ევროკავშირში ექსპორტი და ვაჭრობის წილი.
გარდა ამისა, ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან ხელშესახები შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელებიც შეუფერხებლად სარგებლობენ ამ დიდი შესაძლებლობით და ჩვენ ვსაუბრობთ შემდგომ ნაბიჯებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად დაახლოებს საქართველოს ევროკავშირთან“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, სამინისტრო, რა თქმა უნდა, მიზნად ისახავს მეტ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას.
„ეს გამოიხატება იმ დოკუმენტში, რომელიც შემუშავებულია ევროკომისიის მხრიდან, ეს არის 20 შედეგი 2020 წლისთვის.
ასოცირებული ქვეყნები, ასევე, მოელიან, რომ იქნება სრული შესაბამისობა იმ ნაბიჯებთან, რომელსაც ასოცირებული ქვეყნები დგამენ. ჩვენ ნამდვილად ვართ, როგორც პოლიტიკური ინტეგრაციის კუთხით საკმაოდ წინ, ისე ეკონომიკური, რასაც დიფერენცირებული მიდგომა სჭირდება და ვცდილობთ ეს დიფერენცირება აისახოს ევროკავშირის შემდგომ გადაწყვეტილებებშიც, თუმცა ისე, რომ ზიანი არ მიეყენოს ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატს.
ჩვენ ვთვლით, რომ 6 ქვეყნის ერთობა ამ პლატფორმაში ძალიან მნიშვნელოვანია“, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
პოლიტიკა
- აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი
- ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ - საქართველოში ირანის ელჩი
- ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას - „ოპოზიციის ალიანსი“
- დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, ეს გზა დასრულებული არ არის, აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, ასაგებია ახალი ურთიერთოებები - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
- 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
მსოფლიო
- უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი
- მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი
- აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან, წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი - დონალდ ტრამპი მოკავშირეებზე
- იტალიამ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიის სიგონელას ავიაბაზაზე დაშვების უფლება არ მისცა - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















