ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გადადგა

საქართველო, თბილისი - 16:42 | 06.10.2017
ნანახია: 1249

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში" დაწერა.

„პირადი მიზეზების გამო გადავწყვიტე, რომ ევროპის საჭოს საპარლამენტო ასამბლეას აღარ ვუხელმძღვანელებ,“-წერს აგრამუნტი.

პედრო აგრამუნტის გადადგომის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ის რუსული სამთავრობო თვითმფრინავით სირიაში ბაშარ ასადთან შესახვედრად ჩავიდა. მისი გადადგომის საკითხზე ორშაბათს ევროპის საბჭოში ფინალური კენჭისყრა იგეგმებოდა.

 

 


პოლიტიკა