ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზად ვართ - პრემიერი
საქართველო, თბილისი - 11:09 | 03.10.2017 ნანახია: 1771
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტურისტული სეზონი უპრეცედენტოდ გრძელია და პრაქტიკულად არ გაჩერებულა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანამ ზაფხულის მომავალი სეზონისთვის დღესვე უნდა დაიწყოს სამზადისი.
,,ჩვენ აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის შენიშვნები, სისუსტეები, რა მიმართულებით მოგვიწევს აქცენტების გაკეთება, ზამთრის სეზონისთვის ჩვენ პრინციპში დიდწილად მზად ვართ, მაგრამ მომავალი ზაფხულის სეზონისთვის დღესვე არის დასაწყები სამზადისის, თუ დავუშვათ, სად გვაქვს ნაკლოვანებები, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურა, ეს არის მომსახურების საკითხები, ეს არის ტრანსპორტის საკითხი, ეს არის ძალიან ბევრი ისეთი წვრილმანი, რომელიც არ არის წვრილმანი, ეს არის ექსკურსია მძღოლების კვალიფიკაციის საკითხი და ასე შემდეგ. მე ამ დღეების განმავლობაში შევისწავლე ის შენიშვნები და კომენტარები, რომლის სისტემატიზაციაც ჩვენ გავაკეთეთ. ძალიან ბევრი ისეთი რამ დავინახეთ, რაც აუცილებლად ახლავე არის დასაწყები, რათა მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მომზადებული შევხვდეთ. ვფიქრობ, ტურიზმის ზრდა გვექნება როგორც ზამთარში, ასევე მომავალ წელსაც 2018-ში და დღესვე გვაქვს დასაწყები. ამიტომ ამ შემადგენლობით შევიკრიბეთ. პრინციპში, ყველა ის მინისტრი, რომელიც დღეს ესწრება არის უშუალოდ ჩართული ტურიზმში, დაწყებული ეკონომიკის სამინისტრო, როგორც მთავარი, ასევე ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, ასევე ფინანსები დაგვჭირდება რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ.
დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისი სავსეა ტურისტებით. ბუნებრივია, ზაფხულის შემდეგ პატარა კლება მოხდა, მაგრამ შარშანდელ შემოდგომასთან შედარებით, გაცილებით ბევრი ტურისტი გვყავს. ახლა ჩვენ არამარტო თბილიში, არამედ ყველა მიმართულებაზე უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















