ნინო ბურჯანაძე პოლიტიკურ სივრცეში აღარ არსებობს - ირმა ინაშვილი
საქართველო, თბილისი - 18:20 | 28.09.2017 ნანახია: 2217
ის ვერ იქნება ჩვენი ოპონენტი, რადგან როგორც პრაქტიკული მოცემულობა, აღარ არსებობს პოლიტიკურ სივრცეში, - ასე გამოეხმაურა ,,პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომელმაც "პატრიოტთა ალიანსს" ბიძინა ივანიშვილის სატელიტი უწოდა.
ირმა ინაშვილის განაცხადებით, ნინო ბურჯანაძეს არა აქვს ძალა და რესურსი, ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას. მისივე განცხადებით, პოლიტიკოსი მაშინაა ძლიერი, როცა მარცხსაც ღირსეულად ეგუება და კონკურენტებს კი არ ჰკბენს, არამედ აფასებს.
,,ქალბატონ ბურჯანაძეს არა აქვს ძალა და რესურსი, ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას. მას აღარ აქვს პოტენციალი ქმედითად, რეალურად დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს, ამიტომ ტელეეთერებიდან “იბრძვის” და ვიმეორებ: ებრძვის არა “ქართულ ოცნებას”, არამედ გვებრძვის ჩვენ, რაც პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილებაა. მაგრამ ეს მისი არჩევანია. ვწუხვარ, რომ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს არ ესმის: ის ვერ იქნება ჩვენი ოპონენტი, რადგან როგორც პრაქტიკული მოცემულობა, აღარ არსებობს პოლიტიკურ სივრცეში. ისიც მესმის, რომ ამ სამწუხარო რეალობასთან შეგუება მისთვის რთულია, მაგრამ პოლიტიკოსი მაშინაა ძლიერი, როცა მარცხსაც ღირსეულად ეგუება და კონკურენტებს კი არ ჰკბენს, არამედ აფასებს", - განაცხადა ინაშვილმა.
მისივე თქმით, ბურჯანაძის ყველა წინადადება იმდენად სამარცვხინოა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ ღირს.
ის ბურჯანაძეს მოუწოდეს, მოშიმშლეებს ბოდიში მოუხადოს.
,,მობრძანდეს მოშიმშილეებთან და გაეცნოს მათი მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნას და ბოდიში მოიხადოს ჯერ 2015 წლის ნოემბრის მოშიმშილეების შეურაცხყოფისთვის და ახლა უკვე პარლამენტის შენობასთან მოშიმშილეების წინაშე. მისი ყველა წინადადება იმდენად სამარცვხინოა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. ქალბატონი ბურჯანაძის მაგალითზე სახეზეა არა მარტო პოლიტიკური დისკვალიფიკაცია, არამედ კომპეტენციის დონის ვარდნაც. როგორც უინტერესოა უკვე ჩემთვის ძმები ბერძენიშვილების აზრების ანალიზი, ასევე, არ ვთვლი საჭიროდ სხვა კომენტარის გაკეთებას ბურჯანაძის დღევანდელ და მომავალ ინტერვიუებზე", - აღნიშნა ინაშვილმა.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















