ავტომობილმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს გადაუარა

საქართველო, თბილისი - 15:47 | 28.09.2017
ნანახია: 7074

ლატვიის დედაქალაქ რიგაში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ავტომობილი დაეჯახა. დაშავდა სამი ბავშვი.

წინასწარი მონაცემებით, ჯანრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მანქანის მართვაზე კონტროლი დაკარგა.

მანქანა ტროტუარზე შევარდა, სადაც ბაღის აღმზრდელს ბავშვები მიჰყავდა.

მიმდინარეობს გამოძიება.

დაშავებული ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე