ტრამპის სიძე არჩევნებში როგორც ქალი, ისე იყო დარეგისტრირებული

საქართველო, თბილისი - 11:04 | 28.09.2017
ნანახია: 1416

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე და მისი უფროსი მრჩეველი ჯარედ კუშნერი ამერიკის არჩევნებში როგორც ქალი, ისე იყო დარეგისტრირებული.  ამის შესახებ Wired-ი წერს.

გამოცემას ხელში ჩაუვარდა ნიუ-იორკის შტატის ანკეტა, რომელიც ამომრჩეველ კუშნერს ეკუთვნოდა.

სარეგისტრაციო ბლანკში სქესის გრაფაში მითითებულია „მდედრობითი“. ამის გარდა დოკუმენტიდან ჩანს, რომ კუშნერი 2009 წელს დარეგისტრირდა და  არჩევნებში მონაწილეობა ბოლოს 2016 წელს მიიღო.