მორგან ფრიმენმა რუსეთის საწინააღმდეგო კლიპში მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:11 | 20.09.2017
ნანახია: 1175

ამერიკელმა მსახიობმა მორგან ფრიმენმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის წინააღმდეგ გამოძიების კომიტეტის ვიდეორგოლში, სადაც რუსეთს დემოკრატიის დასამარებაში ადანაშაულებს.

ვიდეოს ავტორების თქმით, ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტი იმიტომ გახდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისთვის აშშ-ზე შური ეძია.

ფრიმენის თქმით, ეს ფილმის სცენარი არ არის.

მსახიობმა რუსეთი ასევე დაადანაშაულა კიბერშეტევებში.

კლიპის დასასრულს ფრიმენი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიმართავს კონგრესს გამოძიების ჩატრება მოსთხოვოს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე