მექსიკაში მიწისძვრას 248 ადამიანი ემსხვერპლა - დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

საქართველო, თბილისი - 10:56 | 20.09.2017
ნანახია: 1117

მექსიკაში 7,1 მაგნიტუდი სიმძლავრის მიწისძვრას 248 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება.

ბოლო მონაცემებით, 117 ადამიანი მეხიკოში დაიღუპა, 72 -მორელოსის შტატში, 43 - პუებლას შტატში, 12 - მეხიკოს შტატში, სამი- ჰერერორს და ერთი ადამიანი ოახასის შტატებში.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დედაქალაქში დანგრეულია ათობით სახლი. 20-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და 30 უგზო-უკვლოდ დაიკარგა სკოლის დანგრევის დროს.

მეხიკოს აეროპორტი დახურულია. ქალაქში შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

არის საშიშროება, რომ ნანგრევების ქვეშ უამრავი ადამიანია დარჩენილი.

ხელისუფლების განცხადებით, 3,8 მლნ ადამიანი ელექტროენერგიის გრეშე დარჩა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე