ათობით ათასი ევრო უნიტაზში ჩაყარეს

საქართველო, თბილისი - 11:11 | 19.09.2017
ნანახია: 1464

ჟენევაში ათობით ათასი ევრო უნიტაზში ჩაყარეს. შვეიცარიის პროკურატურამ მომხდარის გამოძიება უკვე დაიწყო.

500 ევროს ნომინალების კუპიურები UBS-ის ბანკის ფილიალებისა და ახლოს მდებარე სამი რესტორნის ტუალეტებში აღმოაჩინეს.

ბანკნოტების უმეტესობა მაკრატლით იყო დაჭრილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მილების გასაწმენდად რამდენიმე ათასი შვეიცარიული ფრანკი დაიხარჯა.

ფულადი ნიშნების განადგურება და დაზიანება შვეიცარიაში დანაშაულად არ მიიჩნევა. თუმცა ადგილობრივმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ იმ გარემოებებს გამოიძიებს, რომელიც ამ უცნაურ აღმოჩენას წინ უსწრებდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე