ქარიშხალი, რომელმაც რუმინეთში 10-მდე ადამიანი იმსხვერპლა, უკრაინისკენ მიემართება

საქართველო, თბილისი - 14:58 | 18.09.2017
ნანახია: 1682

დასავლეთ რუმინეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა და 67 - დაშავდა. ყველაზე დიდი მსხვერპლი ქალაქ ტიმისოარაში იყო, სადაც ძლიერმა ქარმა ხეები მოთხარა და სახურავები დაანგრია.

მოსახლეობის ნაწილს წყლის და ელექტრონერგიის მიწოდება შეუწყდა. ქალაქის მერის ნიკოლაი რობუს თქმით, ქარიშხლის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ, რადგან სინოპტიკოსები მხოლოდ წვიმას პროგნოზირებდნენ.

სინოპტიკოსების თანახმად, ქარიშხალი ამ დროისათვის უკრაინისკენ მიემართება.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე