ცეცხლმოდებული ბავშვთა ბანაკიდან გოგონამ რვა არასრულწლოვანი გადაარჩინა

საქართველო, თბილისი - 13:18 | 18.09.2017
ნანახია: 1236

ოდესის ბავშვთა ბანაკში ხანძრის დროს დაშავებულმა გოგონამ ცეცხლმოდებული შენობიდან რვა არასრულწლოვანი გამოიყვანა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მან ალმოდებული კორპუსიდან 8-10 წლის რვა ბავშვის გამოყვანა მოასწრო. თავად გოგონამ კიდურებისა და ზედა სასუნთქი გზების ძლიერი დამწვრობა მიიღო. როდესაც ის  საავადმყოფოში მიიყვანეს, გონება დაკარგა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ხანძარი ბავშთა ბანაკში ღამით მოხდა. ეადგილზრ 150 მოზარდი იმყოფებოდა, მათგან 42 ცეცხლომოდებულ კორპუსში იყო. დაიღუპა სამი მოზარდი. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ხანძრის მიზეზები ამ დრომდე უცნობია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე