თუ პეტრიაშვილი მოხსნის კანდიდატურას, ამ შემთხვევაში, მეც მოვხსნი კანდიდატურას - დავით ოქიტაშვილი
საქართველო, თბილისი - 12:04 | 14.09.2017 ნანახია: 1555
,,თუ პეტრიაშვილი მოხსნის კანდიდატურას, ამ შემთხვევაში, მეც მოვხსნი კანდიდატურას", - ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ოქიტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ოქიტაშვილის განცხადებით, გაერთიანების მოქმედ თავმჯდომარეს კანდიდატურის მოხსნას პროფესიული კავშირების გაერთიანების მე-8 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე შესთავაზებს.
„არანაირი კანდიდატურის მოხსნას არ ვაპირებ. თუ პეტრიაშვილი მოხსნის კანდიდატურას, ამ შემთხვევაში, მეც მოვხსნი კანდიდატურას. პროფესიული კავშირების გაერთიანების მე-8 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ამ შეთავაზებას კიდევ ერთხელ გავაკეთებ. თანამდებობისთვის არ ვიბრძვი. ჩემი მიზანი ის იყო, რომ ხალხს დაენახა კრიმინალ პეტრიაშვილის ფეოდალური მმართველობა პროფკავშირებში, რომელიც 12 წელია გრძელდება. კიდევ ერთი კომიკური საკითხი ის არის, რომ ჩემს არც ერთ მხარდამჭერს ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს. მე ვითხოვდი მხოლოდ ერთ მოსაწვევს, მხოლოდ ერთს - ხათუნა ხოფერიასთვის, რომელთან ერთადაც დავიწყე ბრძოლა, მაგრამ უარი მითხრეს. მე კიდევ ერთხელ შევთავაზებ პეტრიაშვილს, რომ მოხსნას კანდიდატურა. ბრძოლას კი ბოლომდე გავაგრძელებ“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს გაერთიანებული პროფკავშირების მე-8 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა იმართება, რომელზეც გაერთიანების თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.
არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: გაერთიანების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი.
ადგილზე სამართალდამცველთა მობილიზება სავარაუდოდ, კანდიდატებს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.
პოლიტიკა
- აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი
- ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ - საქართველოში ირანის ელჩი
- ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას - „ოპოზიციის ალიანსი“
- დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, ეს გზა დასრულებული არ არის, აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, ასაგებია ახალი ურთიერთოებები - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
- 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
მსოფლიო
- უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი
- მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი
- აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან, წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი - დონალდ ტრამპი მოკავშირეებზე
- იტალიამ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიის სიგონელას ავიაბაზაზე დაშვების უფლება არ მისცა - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















